თელავის საავადმყოფო "ალდაგი ბისიაი"-სთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

თელავის საავადმყოფო "ალდაგი ბისიაი"-სთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

თელავის სამედიცინო ცენტრი სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"-სთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. საავადმყოფოს დირექტორის, ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, ისინი სადაზღვევო კომპანიისგან 150 ათასი ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვენ.

საავადმყოფოს თანამშრომლებს ნოემბრის და დეკემბრის ხელფასები არ მიუღიათ.

საჩიშვილის თქმით, თუ "ალდაგი ბისიაი" მათ სახელფასო დავალიანებას იანვრამდე სრულად არ დაფარავს, კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

"წინა კვირას საავადმყოფოს თანამშრომლები ხელფასების მოთხოვნის მიზნით გავიფიცეთ. "ალდაგი ბისიაი" ძალიან ცუდი კომპანიაა, თანხებს არ გვირიცხავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოში ვუჩივლოთ. საავადმყოფოში 130 თანამშრომელი მყავს და ყველა თანახმაა. გუშინ ოქტომბრის ხელფასის ნაწილი ჩაგვირიცხეს, ალბათ გაფიცვის გამო. თუ ახალ წლამდე ხელფასებს არ ჩაგვირიცხავენ, გადაწყვეტილი მაქვს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გავწყვიტოთ. "ალდაგის" საფინანსო განყოფილებაში თითქმის ყოველდღე ვრეკავ, მაგრამ აღარ მპასუხობენ", – აცხადებს საჩიშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა