ბათუმის ნავსადგურსა და ნავთობტერმინალს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. "Batumi Industrial Holdings Ltd"-ს ახალ ხელმძღვანელად ყაზახეთის მოქალაქე თალგატ ბაიტაზიევი დაინიშნა. მიმდინარე წლის დეკემბრამდე ბაიტაზიევი ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გენერალური დირექტორი იყო, საიდანაც საკუთარი სურვილით გადადგა.
Batumi Industrial Holdings Ltd "ყაზტრანსოილის" შვილობილი კომპანიაა და მისი აქციების 100% "ყაზტრანსოილს" ეკუთვნის.
ჰოლდინგის შემადგენლობაში ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ნავთობტერმინალი შედის. 2012 წლის 11 დეკემბრის მონაცემებით ბათუმის ნავთობტერმინალმა 4 910 ტონა ნახშირწყალბადი გადატვირთა. დადებითი მაჩვენებლები აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგურსაც, რომელმაც მიმდინარე წელს 1 531 ტონა მშრალი ტვირთი გადაზიდა.