კახა კალაძე - "წინა ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყანაში 2 100 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები აშენდება, ტყუილია"

კახა კალაძე - "წინა ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყანაში 2 100 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები აშენდება, ტყუილია"

წინა ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყანაში ახალი, 2 100 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები აშენდება, არის ტყუილი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ხშირად აკეთებდა აქცენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში 45 მემორანდუმს მოეწერა ხელი ახალი, 2100 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

"მინდა გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ნამდვილად არის გარკვეულ მემორანდუმებზე ხელი მოწერილი, მაგრამ მომავალი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია აშენდეს მხოლოდ და მხოლოდ 100 ან 200 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მართლაც არის 45 მემორანდუმზე ხელი მოწერილი, მაგრამ სრულიად გაურკვეველია ეს მემორანდუმები, რომლის შესწავლაც ახლა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ