გორის ბაზრის ახალ მფლობელებს ძველი მეპატრონე პრობლემებს უქმნის

გორის ბაზრის ახალ მფლობელებს ძველი მეპატრონე პრობლემებს უქმნის

გორის "სავაჭრო ცენტრის" მფლობელების განცხადებით, ბაზრის ყოფილი მეპატრონის მოთხოვნა უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების  დაბრუნების შესახებ, პრობლემებს უქმნით. კერძოდ, 3 თვეა საქართველოში მდებარე არც ერთი ბანკი "სავაჭრო ცენტრს" ფულად სესხს აღარ აძლევს. ამ პრობლემამ სამუშაოები შეაფერხა, რის გამოც ახალი ბაზრის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გორის საკოლმეურნეო ბაზარი, იგივე "სავაჭრო ცენტრი", მის ყოფილ მფლობელს ჯემალ წიკლაურს 2004 წელს ჩამოართვეს და სახელმწიფოზე გადააფორმეს. წიკლაური ჯერ დააპატიმრეს (მიზეზი - ხორცის გამყიდველის მიერ წონაში მოტყუება), შემდეგ დავალიანება დააკისრეს, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ნოტარიულად გაჩუქების შემდეგ, 6 თვიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

2009 წელს სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონება ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. პირველი აუქციონი ჩაიშალა, მეორე აუქციონზე ფასმა დაიწია და ის ქართულ-ებრაულმა კომპანიამ შპს "საქართველო-ისრაელის პროექტის მენეჯმენტი" (ხელმძღვანელი გოგი ბოჭორიშვილი) იყიდა.

"ჩივის ყოფილი მეპატრონე, რომ ჩვენს მიერ ნაყიდი საკოლმეურნეო ბაზარი, თურმე, მისი საკუთრება ყოფილა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი მფლობელები და არც კი ვიცოდით, თუკი ვინმე დაობდა", - აცხადებს ბაზრის წარმომადგენელი.

გორის საკრებულომ კი ქართულ-ებრაულ კომპანიას ახალი ბაზრის მშენებლობის დასრულების ვადა 1 მაისამდე გადაუწია. თუ ის ამ ვადაში სამუშაოებს დაასრულებს, გორის ცენტრში "საკოლმეურნეო ბაზარი" ფუნქციონირებას შეწყვეტს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა