კოკა ყანდიაშვილი - "საზმაუწყებელი ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა"

კოკა ყანდიაშვილი - "საზმაუწყებელი ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა"

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ეხმაურება:

"ა, საზოგადოებრივი მაუწყებელი! როგორი სამწუხაროა, რომ დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად - მხოლოდ ეს 5 ღირსეული კანდიდატი შეირჩა. ზუსტად ვიცი, რაც ელის ამ - სამწუხაროდ სულისმღაფავ და მაინც მშობლიურ ტელევიზიას. ამჯერად უკვე უზარმაზარი ბიუჯეტით და ვალებით.

მაინც მაქვს იმედი, რომ იქ მოღვაწე, წესიერი პროფესიონალები (მაყურებელი არ იცნობს ამ ხალხს) გადაარჩენენ იმ სიმდიდრეს, რაც კიდევ შემორჩა ამ ისტორიულ ტელეარხს.

ყველას მინდა გესმოდეთ, რომ "არჩეული დირექტორი" - კვლავ სააკაშვილის მიერ არჩეული იქნება და არა საზოგადოების ან ლეგიტიმაციის მქონე საბჭოსი მაინც! ეს არხი - ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა!

მე 9 წლის წინ წამოვედი ამ არხიდან და ღია ეთერში განვაცხადე, თუ რა რეალობა იყო იქ. მაშინ ვთქვი - მე დავბრუნდები, როდესაც ეს არხი - აღარ იქნება ისეთი, როგორსაც ვტოვებ-თქო. 9 წელია არც კი შემიხედავს იმ შენობაში და არც ვაპირებ! მადლობა ღმერთს, რომ მე დიდი ხნის წინ მივხვდი - რომ სველი წერტილების სუნი - იმ შენობაში, ყველა მნიშვნელობით, არ და ვერ ნიავდება!

გაანიავეთ, გაანიავეთ!", - წერს ყანდიაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

კანდიდატებს შორის არიან: გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი. მეორე ტურში გასული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს 6 წლის ვადით აირჩევს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს