2013 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 241 მლნ ლარი გამოიყოფა

2013 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 241 მლნ ლარი გამოიყოფა

2013 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 241 მლნ ლარი გამოიყოფა. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, ძირითადად გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიას დღეს 2013 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა. როგორც ხადურმა აღნიშნა, მომავალ წელს სამჯერ მეტი ფართობის მორწყვა ხდება შესაძლებელი.

ახალი საწარმოების დასაფინანსებლად კი იქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება მომავალ წელს 901 მლნ ლარს შეადგენს. 2013 წელს ძირითადად მცირდება დონორების დაფინანსებული პროექტები, მათი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე. მომავალ წელს 501,7 მლნ ლარი მიიმართება საგზაო, ხოლო 181,9 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კი 25,7%-ით გაიზარდა და 450 მლნ ლარს გაუტოლდა. სოფლის მხადაჭერის პროგრამისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტი ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და სრულად ასახავს მთავრობის პროგრამაში "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" გაწერილ პრიორიტეტებს.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა 20 დეკემბერს დაამტკიცა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ