ნაძვის ხე წყლის ქვეშ მორთეს

ნაძვის ხე წყლის ქვეშ მორთეს

ბოსნია-ჰერცოგოვინაში საახალწლო ნაძვის ხე წყლის ქვეშ მორთეს. ღონისძიებაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ პარკში, ჰუტოვო ბლატოში (Хутово Блато) მდებარე ტბაზე გაიმართა, მონაწილეობა მყვინთავებმა და მაშველებმა მიიღეს. პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღების ეკოლოგიის პრობლემებზე მიპყრობა.

ტბა 8000 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ პარკში მდებარეობს. აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ სურთ, ადამიანები ბუნების დაცვის კამპანიაში მაქსიმალურად ჩართონ.

წყალქვეშ საახალწლო ნაძვის ხის მოსართავად მყვინთავებმა და მაშველებმა სანტა კლაუსის ფორმები ჩაიცვეს.

მომზადებულია myfox8.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს