საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს ქეთი მელუა უჭერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს ქეთი მელუა უჭერს

ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. ვარსკვლავი ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებში და თავის მხარდაჭერას ერთ-ერთ კანდინდატს, ნათია აბრამიას უცხადებს.

ქეთი მელუას განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათია აბრამიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ძალიან აღელვებული ვარ ქეთი მელუას მხარდაჭერით! მიყვარხარ ქეთი!", - დაწერა ნათია აბრამიამ და კომენტარის ქვეშ ქეთი მელუას განცხადების ასლი განათავსა.                            

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს:

მე, ქეთი მელუა, თვალყურს ვადევნებდი სზმ-ს გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის არჩევნებს.

მინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო ნათია აბრამიას, როგორც ყველაზე შესაფერის კანდიდატს ამ თანამდებობაზე და მე რომ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყო, ჩემს ხმას ნათია აბრამიას მივცემდი.

ნათიამ "ფეისბუქზე" რამდენიმე ათასი ხელმომწერი მოაგროვა ამ თანამდებობაზე მის მხარდასაჭერად და ძალიან დასაფასებელი იქნებოდა, თუ ჩემი და მათი, როგორც აუდიტორიის და ქართული საზოგადოების აქტიურ წევრთა აზრი გათვალისწინებული იქნება.

პატივისცემით

ქეთი მელუა " - წერს ქართველი მომღერალი.

ქეთი მელუას გარდა ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს უჭერენ: მსახიობი ნატა მურვანიძე, ბრიტანეთის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმა ბალერინა ელენე გლურჯიძემ, მხატვარი თეა ჯორჯაძე და "ვოლტ დისნეის" მედია-დისტრიბუციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ აბაშიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

კანდიდატებს შორის არიან: გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი. სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს 6 წლის ვადით აირჩევს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს