ადამიანი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა

ადამიანი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა

ლი ჩინგ-იუენი 1677 წელს დაიბადა და 1933 წელს გარდაიცვალა. მან 256 წელი იცოცხლა. ჰყავდა 24 ცოლი, დატოვა 200 შთამომავალი და მხოლოდ 24-ე ცოლი დააქვრივა.

ლი ჩინეთში, სიჩუანის მთებში დაიბადა. აგროვებდა სამკურნალო ბალახებს, მოგვიანებით საბრძოლო ხელოვნების სწავლება დაიწყო.

1927 წელს ლი მიიწვია ვან-ჰიანის გუბერნატორმა, რომელიც გაოცებული იყო მისი სიმხნევით და ეს ფოტოც სწორედ მაშინაა გადაღებული.

არსებობს ლეგენდა, რომ გარდაცვალების წინ ლიმ მეგობრებს უთხრა - მე გავაკეთე ყველაფერი, რაც ამ ქვეყნად უნდა გამეკეთებინდა და ახლა ვბრუნდები სახლში.

მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ასრულებდა სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს და სვამდა ბალახების ნაყენს, რომლის რეცეპტიც ან დაკარგულია ან უცნობია.

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს