თენგიზ გუნავა - "ბარემ, კესარიაც დაიბარონ, ისიც ხომ ახალაიაა"

თენგიზ გუნავა - "ბარემ, კესარიაც დაიბარონ, ისიც ხომ ახალაიაა"

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარებას "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"ამათმა სულ გაუტიეს: ბაჩო აბსურდული ბრალდებით დააკავეს, დათა ძებნილია რაღაც მოგონილ საქმეზე, თვითონაც არ იციან რა საქმეზეა, ახლა როლანდს იბარებენ სისულელეზე. ვეკითხები ყველას, არის თუ არა ეს, პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, ოჯახის დევნა? საინტერესოა, სანამდე გააგრძელებენ, ბარემ, კესარიაც დაიბარონ, ისიც ხომ ახალაიაა. და ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოში თურმე არ ყოფილა შერჩევითი სამართალი", - წერს გუნავა.

გუნავას პოსტს ამ დროისთვის სამი ადამიანი გამოეხმაურა:

"გული მიგრძნობს, ახლაიების წერა გახდებიან ესენი"

"წეღან ზუგდიდზე და ტალონებზე გამოაცხადეს კიდევ, გვარებს საღამოს იტყვიან. ბიძომ ჯიპებზე კი შემოსვა, მაგრამ ბენზინი თქვენ ჩაასხითო, დარბიან ამ ბენზინის ტალონებზე გაცხარებულები და არიან ესე"

"შერჩევითი სამართლის ეტაპი უკვე გავიარეთ - ახლა ძალაშია ერთი პირის სამართალი"

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, დათა და ბაჩო ახალაიების მამა როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე ორი დღის წინ დაიბარეს. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია პროკურატურაში გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებითაა დაბარებული. თავად ახალაია აცხადებს, რომ ის დაკითხვაზე არ მივა, თუმცა მზად არის ყველა შეკითხვას პასუხი საჯაროდ გასცეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს