მისტიკა ჯავახიშვილის ქუჩაზე

მისტიკა ჯავახიშვილის ქუჩაზე

მისტიკისადმი დაუძლეველი ლტოლვა მაქვს! მიზიდავს ყოველივე ის, რაც აუხსნელია. მოკლედ, მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩვენი ცნობიერების საზღვრებს სცილდება...

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი ემოციები, როდესაც მივაკვლიე სახლს, რომელიც 1919 წელს გადაეცა უდიდეს მაგს, მისტიკოსს, ფილოსოფოსს, მედიუმ გიორგი გურჯიევს, რომელსაც ტიბეტელი ლამები - ”თეთრ ეშმაკს” ეძახდნენ. მისი ნიჭი მსოფლიომ აღიარა, მის ზემოქმედებას განიცდიდა თვით იოსებ სტალინიც.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სწორედ გურჯიევი გახლავთ მიხაილ ბულგაკოვის ნაწარმოების ”ოსტატი და მარგარიტას” პერსონაჟის - ვოლანდის პროტოტიპი.

მან შემოიარა მსოფლიო, ცხოვრობდა პარიზში, კითხულობდა ლექციებს, ჰყავდა მიმდევრები... მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. ფლობდა ადამიანის დაჰიპნოზების და მისტიფიკაციის საოცარ უნარს... მასთან საუბრის დროს, ყველა კარგავდა. დროის შეგრძნებას ბევრს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახან დაიწყეს, არადა, უკვე 6 საათი იყო გასული.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველებო... ამ ნომერში ჩემს საყვარელ ჟანრში, - მისტიკაში გადაგაგდებთ და გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც თბილისში, 1919 წელს, ”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” გახსნა.

გურჯიევი ძალიან ბევრს მოგზაურობდა. მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. იმყოფებოდა: თურქმენეთში, მონღოლეთში, ეგვიპტეში, პაკისტანში, ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში. ეძებდა აღმოსავლეთის ეზოთერულ მოძღვრებებს, რომელიც ფართო მასებისთვის მიუწვდომელი იყო.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს