საუკეთესო "პუტკუნა" მოდელები - ვინ მეტს იწონის?

საუკეთესო "პუტკუნა" მოდელები - ვინ მეტს იწონის?

როცა გვესმის სიტყვა "სუპერმოდელი", უმეტესობა წარმოიდგენს კეიტ მოსს, ნაომი კემპბელს, სინდი კროუფორდს. თუმცა ეს მიდგომა სამოდელო ინდუსტრიაში აშკარად მოძველდა. ბოლო დროს იმისთვის, რომ წარმატებული მოდელი გახდე, აღარ არის საჭირო თითოეული გრამის დათვლა.

თუ ადრე სასურველი იყო პარამეტრები 90-60-90, ახლა ეს დოგმა აღარ არის. დღეს ზედმეტი კილოგრამები და სიმსუქნეც კი - მოდელების კოზირად იქცა. სულ უფრო ხშირად ჩანან პოდიუმებსა და მოდური ჟურნალების გარეკანებზე პუტკუნა გოგონები.

ამჯერად საუკეთესო, ყველაზე წარმატებულ პუტკუნა მოდელებს წარმოგიდგენთ.

ტარა ლინი სიის სათავეშია. ის შესანიშნავად, სექსუალურად გამოიყურება ცნობილი გამოცემების გარეკანებზე - H&M, V Magazine, VOGUE.

ერთ-ერთი ყველაზე "გემრიელი" ბრაზილიელი მოდელი ფლავია ლასერდაა, რომელსაც "ჟიზელ ბიუნდჰენის პუტკუნა ვერსიას" უწოდებენ. ფლავია რა ხანია, ევროპულ ბრენდებთანაც მუშაობს.

განსაკუთრებით "მადის აღმძვრელი" ფორმები აქვს ეშლი გრემს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პუტკუნა მოდელს, რომელიც თამამად წარადგენს ქალის საცვლებს და საერთოდ არ აწუხებს კომპლექსები.

პუტკუნა მოდელები სულაც არ ცდილობენ მუცლის დაფარვას და სუნთქვის შეკავებას, რომ გამხდრები გამოჩნდნენ. ტის მიუნსტერიც მათ შორის არის. ტისი ამაყობს თავისი მძიმე წონით და წარმატებით იწყობს სამოდელო კარიერას.

ასევე წარმატებულთა შორისაა კენდის ჰაფინი, რო­მელიც 14 წლიდან იცავდა დიეტებს და მოდელობაზე ოცნებობდა. მოგვიანებით კი მიხვდა, რომ მისი მშვენება მისივე წონა იყო, ნორმალური მდგომარეობა დაიბრუნა და პოპულარობაც მალე ეწვია.

სიას ასრულებს ველვეტ დ'ამური. ველვეტი პირველად ჟან პოლ გოტიეს ქვედა საცვლების ჩვენებაზე გამოჩნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. მას მერე აგრძელებს წარმატებულ სვლას ამ ბიზნესში.

VOGUE

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს