"მის არაბული სამყარო 2012" სირიელი გახდა

"მის არაბული სამყარო 2012" სირიელი გახდა

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში სილამაზის კონკურსი "მის არაბული სამყარო 2012" გაიმართა. მთავარი ტიტული სირიიდან დევნილ ნადინ ფაჰადს ერგო.

ნადინმა კონკურენცია 15 ქვეყნის წარმომადგენელს გაუწია, მათ შორის იყვნენ კონკურსანტები ეგვიპტიდან, იემენიდან, ალჟირიდან, ლიბანიდან, ერაყიდან და სუდანიდან.

გარეგნული მონაცემები, რომლის დემონსტრირებას გოგონები დეფილეზე ახდენდნენ, ქულების მხოლოდ 20%-ს შეადგენდა. დანარჩენი ქულები კონკურსანტებმა არაბული სამყაროს ტრადიციის ცოდნით, ქცევის წესებითა და მათი კომუნიკაბელურობის უნარით დააგროვეს.

სილამაზის კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა, რომელიც არაბული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

ფაჰადიმ, რომელიც "მის არაბულ სამყაროდ" დაასახელეს, საკუთარი წარმატება საკუთარ ქვეყანას, სირიას მიუძღვნა. სამშობლოდან ნადინი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციის მიზეზი სამოქალაქო ომი იყო.

"ძალიან მინდა დავეხმარო იმ ბავშვებს და მშვიდობიან მოქალქეებს, რომლებიც არეულობების მსხვერპლნი არიან. იმედი მაქვს მალე მშვიდობიან ქვეყანაში შევძლებ დაბრუნებას", - განაცხადა "მის არაბულმა სამყარომ".

სილამაზის კონკურსი ეგვიპტეში 2007 წლიდან იმართება. მისი მიზანი არაბული ქვეყნების დაახლოება და მათი კულტურის დემონსტრირებაა.

მომზადებულია alarabiya.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს