ფარული აუდიო-ჩანაწერი თელავის უნივერსიტეტის რექტორს ამხელს

ფარული აუდიო-ჩანაწერი თელავის უნივერსიტეტის რექტორს ამხელს

აუდიომასალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდეა ჩაწერილი, ცხადყოფს, როგორ ავალებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი უნივერსიტეტის დეკანებს, რომ პრეზიდენტის დასახვედრად თანამშრომლების მობილიზაცია მოახდინონ და შესაბამისი სიები წარუდგინონ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ აუდიოჩანაწერი 27 აგვისტოს არის გაკეთებული. უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი და მისი მოადგილე დავით მახაშვილი დეკანებს და უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურების უფროსებს, დაახლოებით 15 ადამიანს შეხვდნენ. უცნობია, ვინ ჩაიწერა და გაავრცელა რექტორის საუბარი.

თინათინ ჯავახიშვილი: "რომ ხედავ, ამდენი რამე კეთდება, მთელი სახურავი გადაგვიხურეს ხომ, მეხუთე სართულზე არაჩვეულებრივი რემონტი კეთდება, რაღა არ მოგვწონს? რაღა გვინდა ისეთი, რასაც ვერ აკეთებს ეს ხელისუფლება? ძალიან არ მინდა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ უკვე საჭიროა, ეტყობა რა... იმიტომ, რომ ძალიან არასასიამოვნო ხმები მომდის და არ მინდა, ეს ხმები ცუდად დავაბრუნო უკან, მაგრამ თუ მაიძულებენ, ალბათ ცუდადაც დაბრუნდება.

მოკლედ, მინდა ასეთი რამ: მე ვთვლი, რომ რადგან სახელმწიფო სამსახურში ვართ, სახელმწიფოს ვემსახურებით. ვთვლი კი არა, ესეა და ყველანი ვართ ერთად. ვინც არ ვართ, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და დაფიქსირებულიც არის. შაბათს მოდის პრეზიდენტი, შაბათს, 6 საათზე უნდა მომცეთ სია, თქვენი სამსახურებიდან ვინ იქნებით მოედანზე. ძალიან დიდი შეხვედრა იგეგმება, რეაბილიტაცია მთავრდება ეტყობა მოედნის, მე მინდა თანამშრომლების სია 29–ში, დილას".

სოსო სამადაშვილი, მონიტორინგის სამსახურის უფროსი: "5-ზე მაინც უნდა მოხდეს ამის მობილიზება".

ლევან ბადაშვილი, უნივერსიტეტის იურისტი: "ხალხში აღრიცხვა გაჭირდება თანამშრომლებისა".

უნივერსიტეტის თანამშრომელი: "10-10 რომ გვყავდა ჩაბარებული ხომ გახსოვთ, ესე გავაკეთოთ. მე, მაგალითად ჩემს ფაკულტეტზე ასე გავაკეთე. 10 კაცს ერთ ადამიანს ჩავაბარებ და იმან აღრიცხოს, თორე განა 10 ადამიანს წამოვიყვან"...

სოსო სამადაშვილი: "ძაან დიდი ყურადღება ექცევა და შეიძლება გადაამოწმონ კიდეც, რა... 25 000 კაცი უნდა იდგეს მოედანზე, 6 000 კაცია თელავის რაიონზე, 3 000-ია თელავზე..."...

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა