რუმინეთში, პატარა სოფელ საპანტაში, მსოფლიოში ყველაზე "მხიარული" სასაფლაოა. ის, რაც ამ სასაფლაოს განსაკუთრებულს და უჩვეულოს ხდის, წელიწადში ათასობით ტურისტს იზიდავს. სოფლელებმა, რომლებმაც საყვარელი ადამიანები აქ დაკრძალეს, მათი უკვდავყოფა ყველასგან გამორჩეული მეთოდით მოახერხეს: ყველა საფლავი ფერადია, ფოტოებზე კი გარდაცვლილები იმ ვითარებაში არიან ასახულნი, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. ხის საფლავებს გარდაცვლილისადმი მიძღვნილი სახალისო ეპიტაფიაც ახლავს. სასაფლაოზე ლურჯი ფერი სჭარბობს - თავისუფლებისა და იმედის სიმბოლო.
საპანტელები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც ნახავს ამ სასაფლაოს, რადიკალურად შეიცვლის აზრს გარდაცვალებაზე და სიკვდილის შიშიც გაუქრება.



