გიორგი ისაკაძე - გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკი "ქართუს" წინაშე და მზად ვარ, ამისთვის პასუხი ვაგო

გიორგი ისაკაძე - გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკი "ქართუს" წინაშე და მზად ვარ, ამისთვის პასუხი ვაგო

მე გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკი "ქართუს" წინაშე და მზად ვარ, ამისთვის პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით ვაგო, - ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი ისაკაძის განცხადებაშია ნათქვამი. ისაკაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

შენობაში შესვლამდე მან განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აპირებს გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობას და ბიზნესიდან წასვლას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მისი დაკითხვა ეხება კომპანია "ლოგოს" და ამხანაგობა "თეთრი სახლის" თემას, რომელიც კავშირშია ბანკ "ქართუსთან".

"ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან ყველა დეტალზე, რაც უკავშირდება ურთიერთობას ბანკ "ქართუსთან" ამ კომპანიებთან მიმართებაში. ნებისმიერი შედეგის დადგომის მიუხედავად, როგორც არ უნდა დამთავრდეს გამოძიება, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქტიურ ბიზნესს თავს ვანებებ. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ჩემთან ასოცირებული კომპანიების შემთხვევა თვისობრივად განსხვავდება ამ კლასიკური სქემისგან, რაც ბანკთან მიმართებაში განხორციელდა, მე მაინც გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი ვაგო. ვსარგებლობ შემთხვევით და ბოდიშს ვუხდი ბანკ "ქართუს" ყოფილ და ამჟამინდელ დამფუძნებლებს, ასევე დირექტორატს, ნებსით თუ უნებლიედ შექმნილი პრობლემების გამო", - ნათქვამია ისაკაძის განცხადებაში.

ისაკაძის განცხადებით, აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და მიიჩნევს, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო და სხვა საგამოძიებო პროცედურები იქნება გავლილი, "იქნებოდა შესაძლებელი მისი დამნაშავედ ან სულაც კაციჭამიად შერაცხვა".

ამასთან, ბიზნესმენი შს სამინისტროს და ბანკ "ქართუს" მიმართავს, რომ უახლოეს დღეებში გამოასწორონ გამოძიების დასრულებამდე ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა მისი "დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის გამოცხადების შესახებ, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია, მოხდა ბიზნესმენის შერჩევითი პრინციპით და გაუგებარი იარლიყების მიკერებით დასახელება".

"წარმოუდგენლად მიმაჩნია, შსს-ს ამ შინაარსის განცხადების შემდეგ სრულიად შელახული საქმიანი რეპუტაციით გავარძელო ბიზნესის კეთება", - აცხადებს ისაკაძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ