მსოფლიოში ყველაზე დიდი პიცა

მსოფლიოში ყველაზე დიდი პიცა

რომში მცხოვრებმა ხუთმა შეფ-მზარეულმა მსოფლიოში ყველაზე დიდი პიცა მოამზადა. კერძს რომაელი იმპერატორის, ოქტავიან ავგუსტის პატივსაცემად, სახელად Ottavia დაარქვეს.

კერძის დიამეტრი 40 მეტრია და 24 ტონას იწონის. მსოფლიოში ყველაზე დიდი პიცა არ შეიცავს ხორბალს, ქერსა და ჭვავს. მის მოსამზადებლად მზარეულებს 9 ტონა ფქვილი, 4.5 ტონა ტომატი, 4 ტონა ყველი ”მოცარელა”, 675 კგ მარგარინი, 250 კგ მარილი და 25 ლიტრი ძმარი დასჭირდათ. 

კერძის მომზადებას 48 საათი დასჭირდა. გიგანტური პიცა Ottavia გინესის რეკორდების წიგნში უკვე ოფიციალურად შევიდა. დღემდე ყველაზე დიდი პიცის დიამეტრი 37 მეტრი იყო. ის 1990 წელს სამხრეთ აფრიკაში დაამზადეს.

ახალი რეკორდის დამადასტურებელი მოწმობა 5 იტალიელ მზარეულს - დოვილიო ნარდის, ანდრეა მანოჩის, მარეო და მარკო ნარდის და მარეო გიონეტეს გადაეცათ. 

მომზადებულია guinnessworldrecords.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს