ფოტოგრაფმა არტ უოლფმა საზოგადოებას საინტერესო ფოტოგალერეა შესთავაზა. ფოტოსურათებზე ბუნებაში "გაუჩინარებული" ფრინველები და ცხოველებია ასახული.
ფოთლებში მიმალული ფრინველებისა და ბალახში ჩასაფრებული ცხოველების აღმოჩენა დაკვირვებული თვალისთვისაც რთულია. კადრები აფრიკასა და კანადაშია გადაღებული.
"კოლექციას რამდენიმე წლის განმავლობაში ვქმნიდი. ეს ძალიან შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო პროცესია. მიხარია, რომ საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები მოეწონა. პროექტისთვის ახალი ფოტოსურათების დამატებას ვაპირებ", - ამბობს ფოტოგრაფი.

















მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.