ლუქსემბურგის პრინც ფელიქსს ცოლი მოჰყავს

ლუქსემბურგის პრინც ფელიქსს ცოლი მოჰყავს

ლუქსემბურგის პრინცმა ფელიქს ლეოპოლდ მარიე გუილიამემ დაქორწინება გადაწყვიტა. მისი რჩეული 27 წლის კლერ ლედიმაჩერია.

წარმოშობით გერმანელი კლერი მრავალმილიონიანი ქონების მფლობელი მაგნატის ქალიშვილია და განათლება აშშ-სა და შვეიცარიის საუკეთესო სასწავლებლებში აქვს მიღებული, ახლა კი ბიოეთიკის დარგში სადოქტორო ნაშრომს წერს.

გუშინ ლუქსემბურგის სამეფო ოჯახმა პრინცისა და მისი საცოლის ოფიციალური ფოტოები გაავრცელა. სურათები წყვილის ნიშნობის ღონისძიებაზეა გადაღებული. ფოტოებზე წყვილი ერთმანეთს თბილად ეპყრობა, თუმცა მხოლოდ პროტოკოლის ფარგლებში.

ქორწილის თარიღი სამეფო ოჯახს ჯერ არ დაუთქვამს, თუმცა ფელიქსმა და კლერმა პირობა დადეს, რომ ცერემონია მომავალ წელს გაიმართება. სავარაუდოდ, ქორწილი გერმანიაში, პატარძლის სამშობლოში გაიმართება.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს