ყველაზე უსარგებლო საჩუქრები საახალწლოდ

ყველაზე უსარგებლო საჩუქრები საახალწლოდ

იტალიურმა ყოველდღიურმა გამოცემა Corriere della Sera-მ გამოკითხვის შედეგად საახალწლოდ ყველაზე უსარგებლო საჩუქრების რეიტინგი გამოავლინა. სიაში მოხვდა სურათის ჩარჩოები და საყვარელი ავტორის წიგნი. გამოცემის მკითხველთა აზრით, თუ ადამინს რომელიმე ავტორი უყვარს, მის წიგნს თავადაც შეიძენს და ამისთვის ახალ წელს სულაც არ დაელოდება.

რეიტინგის ლიდერი ყავისფერი ტყავის საფულეა. მეორე ადგილი Samsung-ის ტელეფონის შალითას მიანიჭეს, რომელსაც iPhone-ის მფლობელებს ჩუქნიან. ხოლო ”ბრინჯაო” ყველა იმ ნივთმა დაიკავა, რომელსაც ფასის მაჩვენებელი აქვს დაკრული.

მეოთხე ადგილი სურათის ჩარჩოებმა დაიკავეს, ხოლო მეხუთეზე დიაბეტით დაავადებული და დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის მირთმეული კანფეტები გავიდა.

რეიტინგში მოხვდა ისეთი სამოსიც, რომელიც მყვირალა პრინტით გამოირჩევა და არავინ იცვამს. აბების ყუთმა მერვე ადგილი დაიკავა.

მეცხრე ადგილზე კერამიკისგან შექმნილი პატარა ნაკეთობები გავიდა, ხოლო რეიტინგის ბოლო ადგილი თერმულმა პიჟამამ დაიკავა. 

მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს