"შეუთავსებელი" მეგობრები

"შეუთავსებელი" მეგობრები

ეს ცხოველები ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის მტრები არიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კატებსა და ძაღლებს, კნუტებსა და თაგვებს მეგობრობა შეუძლიათ.

ფოტოსურათები სხვადასხვა ოჯახებსა და ბუნებაშია გადაღებული, ზოგიერთი მათგანი კი ფოტოგრაფმა შემთხვევით გადაიღო.

ფოტოსურათებიდან სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულია ძაღლისა და ბატკნის ფოტო. ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა მათ მეგობრობას სექტემბერში ვრცელი სტატია მიუძღვნა. 10 წლის ძაღლი, ჯესი დევონშირის საგრაფოში, ლუის მურჰაუსის ფერმაში ცხოვრობს და პატარა ბატკანს მონდომებით უვლის - ძაღლი რძით სავსე ბოთლს პირით ებღაუჭება და პატარა ბატკანს რძეს ასმევს.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს