2013 წე­ლი - ვინ და სად შეხ­ვდე­ბა მას პირ­ვე­ლად და სად გა­ა­ცი­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ძველ 2012 წელს

2013 წე­ლი - ვინ და სად შეხ­ვდე­ბა მას პირ­ვე­ლად და სად გა­ა­ცი­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ძველ 2012 წელს

დე­და­მი­წა სა­ა­ხალ­წლო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბამ მო­იც­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში "შე­ა­ბი­ჯებს" პირ­ვე­ლად ახა­ლი 2013 წე­ლი და სა­ი­დან გა­ა­ცი­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მი­მა­ვალ 2012 წელს.

შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, შეხ­ვედ­რა-­გა­ცი­ლე­ბის დრო მხო­ლოდ ლი­ბან­ში, იორ­და­ნი­ა­სა და ბრა­ზი­ლი­ის ორ შტატ­ში შე­იც­ვა­ლა: იორ­და­ნი­ამ ამ შე­მოდ­გო­მა­ზე უა­რი თქვა ზაფ­ხუ­ლის დრო­დან ზამ­თრის დრო­ზე (სტან­დარ­ტულ) დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და ამი­ტომ UTC-3-ის (მსოფ­ლიო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დრო) სა­სა­ა­თო ზო­ნა­ში მოხ­ვდა (UTC სტან­დარ­ტი­ა, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა დროს არე­გუ­ლი­რებს. იგი მთე­ლი წა­მით გან­სხვავ­დე­ბა ატო­მუ­რი დრო­ის­გან და საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის წა­მე­ბით - მსოფ­ლიო დრო­ის­გან (UT-1). UTC- მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გრინ­ვი­ჩის (GMT) სა­შუ­ა­ლო დრო­ის ნაც­ვლად შე­მო­ი­ღეს. ის გა­ცი­ლე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბის­თვის), ლი­ბია კი პი­რი­ქით - UTC-2 სა­სა­ა­თო ზო­ნი­დან UTC +1-ზე გა­და­ვი­და და 2013 წელს ზაფ­ხუ­ლის დრო­ის გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს. ასე "და­კარ­გა" UTC +2-მა ორი "წევ­რი" 2013 წლის ერ­თობ­ლივ ზე­იმ­ში.

ანა­ლო­გი­უ­რი რამ მოხ­და ბრა­ზი­ლი­ის ორი შტა­ტის - ბა­ი­ა­სა და ტო­ნა­ტინ­სის - შემ­თხვე­ვა­შიც. ასე რომ, 2013 წე­ლი პირ­ვე­ლად კი­რი­ბა­ტის კუნ­ძუ­ლებ­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მო­ას კუნ­ძულ­ზე შე­ა­ბი­ჯებს. მათ შემ­დეგ მო­დის ჩა­ტა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი, ფი­ჯი, ტონ­გა, ტო­კე­ლა­უ, ახა­ლი ზე­ლან­დი­ა, რუ­სე­თის შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი (ჩუ­კოტ­კა, კამ­ჩატ­კა, მა­გა­და­ნი).

ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ძველ წელს გა­ა­ცი­ლე­ბენ და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე გვი­ან შეხ­ვდე­ბი­ან ახალ წელს ამე­რი­კულ სა­მო­ა­ზე, ნა­უ­რუ­სა და მარ­ჯნის კუნ­ძულ მი­დუ­ე­ი­ზე.

ახა­ლი 2013 წე­ლი ამ­გვა­რად "და­იპყ­რობს" მსოფ­ლი­ოს:

1. სა­მო­ა, კი­რი­ბა­ტი.

2. ჩა­ტა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი, ახა­ლი ზე­ლან­დია.

3. ფი­ჯი, ტონ­გა, ტო­კე­ლა­უ, ფე­ნიქ­სის კუნ­ძუ­ლე­ბი და ახა­ლი ზე­ლან­დი­ა.

4. რუ­სე­თი - ჩუ­კოტ­კა, კამ­ჩატ­კა, მა­გა­და­ნი, ნა­უ­რუ, ტუ­ვა­ლუ, მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი.

5. ნორ­ფოლ­კის (ავ­სტრა­ლი­ა) კუნ­ძუ­ლე­ბი.

6. რუ­სე­თის MSK+7-ის (MSK მოს­კო­ვის სტან­დარ­ტუ­ლი დრო) სა­სა­ა­თო ზო­ნა (ვლა­დი­ვოს­ტო­კი, კამ­ჩატ­კა, სა­ხა­ლი­ნი); ავ­სტრა­ლია - სიდ­ნე­ი, კან­ბე­რა, მელ­ბურ­ნი; ახა­ლი კა­ლე­დო­ნი­ა, ვა­ნუ­ა­ტუ, სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი.

7. ავ­სტრა­ლია - ადე­ლა­ი­და.

8. რუ­სე­თი (MSK+6) - (ჩი­ტა, ია­კუტ­სკი, ბლა­გო­ვეშ­ჩენ­სკი), ავ­სტრა­ლია - ბრინ­სბე­ნი, კერ­ნსი; პა­პუა ახა­ლი გვი­ნე­ა, გუ­ა­მი.

9. ავ­სტრა­ლია - დარ­ვი­ო, ალის­-სპრინ­გსი.

10. რუ­სე­თი (MSK+5) - (ირ­კუტ­სკი, ულან-უ­დე); ია­პო­ნი­ა, სამ­ხრე­თი კო­რე­ა, პა­ლა­უ, აღმ. თი­მო­რი.

11. დას. ავ­სტრა­ლი­ა.

12. რუ­სე­თი (MSK+4) - (კრას­ნო­ი­არ­სკი, აბა­კა­ნი). ჩი­ნე­თი, სინ­გა­პუ­რი, ჰონ­კონ­გი, მა­კა­ო, მონ­ღო­ლე­თი, მა­ლა­ი­ზი­ა, ფი­ლი­პი­ნე­ბი, კუნ­ძუ­ლი ბა­ლი (ინ­დო­ნე­ზი­ა).

13. რუ­სე­თი (MSK+3) - (ციმ­ბი­რი), ტა­ი­ლან­დი, ლა­ო­სი, ვი­ეტ­ნა­მი, კამ­ბო­ჯა, კუნ­ძუ­ლი სუ­მატ­რა.

14. მი­ან­მა (ბირ­მა).

15. რუ­სე­თი (MSK+2) - (ე­კა­ტე­რინ­ბურ­გი, ჩე­ლი­ა­ბინ­სკი, პერ­მი, უფა, ტი­უ­მე­ნი), ბან­გლა­დე­ში, ბუ­ტა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, კუნ­ძუ­ლი ჩა­გო­სი.

16. ნე­პა­ლი.

17. ინ­დო­ე­თი, შრი-­ლან­კა.

18. მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლე­ბი, პა­კის­ტა­ნი, უზ­ბე­კე­თი, ტა­ჯი­კე­თი, თურ­ქმე­ნე­თი.

19. ავ­ღა­ნე­თი.

20. რუ­სე­თი (MSK-1) (მოს­კო­ვი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი, სა­მა­რა, იჟევ­სკი); აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, დუ­ბა­ი, ომა­ნი, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, მავ­რი­კი­ა.

21. ირა­ნი.

22. რუ­სე­თი (MSK-1) (კა­ლი­ნინ­გრა­დი), ბე­ლო­რუ­სი, ერა­ყი, სა­უ­დის არა­ბე­თი, იე­მე­ნი, ყა­ტა­რი, მა­და­გას­კა­რი, კე­ნი­ა, ტან­ზა­ნი­ა, იორ­და­ნი­ა.

23. უკ­რა­ი­ნა, ლატ­ვი­ა, ლიტ­ვა, ეს­ტო­ნე­თი, თურ­ქე­თი, სი­რი­ა, ის­რა­ე­ლი, ლი­ბა­ნი, სამხ. აფ­რი­კა.

24. საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნი­ა, ავ­სტრი­ა, იტა­ლი­ა, ეს­პა­ნე­თი, ლი­ბი­ა.

25. დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ის­ლან­დი­ა, პორ­ტუ­გა­ლი­ა, კა­ნა­რი.

26. კო­ბო-­ვერ­დე და აზო­რის კუნ­ძუ­ლე­ბი.

27. ბრა­ზი­ლია - რი­ო-­დე-­ჟა­ნე­ი­რო, სან პა­უ­ლუ.

28. ჩი­ლე, არ­გენ­ტი­ნა, სუ­რი­ნა­მი, ბრა­ზი­ლი­ის ბა­ი­ას შტა­ტი.

29. კუნ­ძუ­ლი ნი­უ­ფა­უნ­დლენ­დი (კა­ნა­და)

30. ბო­ლი­ვი­ა, დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა, პუ­ერ­ტო-­რი­კო, ბარ­ბა­დო­სი.

31. ვე­ნე­სუ­ე­ლა.

32. ნი­უ­-ი­ორ­კი, ია­მა­ი­კა, კუ­ბა, პა­ნა­მა, პე­რუ, კო­ლუმ­ბი­ა, ია­მა­ი­კა.

33. ჩი­კა­გო, აკა­პულ­კო, კოს­ტა-­რი­კა, ბე­ლი­ზი, სალ­ვა­დო­რი.

34. დენ­ვე­რი, ალ­ბუ­კერ­კე, კალ­გა­რი.

35. ლოს­-ან­ჯე­ლე­სი, სან­-ფრან­ცის­კო, სი­ეტ­ლი, ლას­-ვე­გა­სი, ვან­კუ­ვე­რი, პიტ­კერ­ნის კუნ­ძუ­ლი.

36. ან­კო­რი­ჯი (ა­ლას­კა)

37. მარ­კი­ზის კუნ­ძუ­ლე­ბი.

38. ჰა­ვა­ი, კუ­კის კუნ­ძუ­ლე­ბი, ტა­ი­ტი.

39. ამე­რი­კის სა­მოა (პა­გო პა­გო) ნი­უ­ე, მი­დუ­ე­ი.

რო­ცა პა­გო პა­გო­სა და ნი­უ­ე­ში ახა­ლი 2013 წლის შეს­ვლას იზე­ი­მე­ბენ, თბი­ლის­ში, 2013 წლის 1 იან­ვრის 15 სთ იქ­ნე­ბა.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს