მძღოლი ქალებისთვის სპეციალური ფეხსაცმელი შექმნეს

მძღოლი ქალებისთვის სპეციალური ფეხსაცმელი შექმნეს

ესპანელმა ბიზნესმენმა, რაფ გილიემმა მანდილოსნი მძღოლებისთვის საგანგებო ფეხსაცმელი გამოუშვა. თავის ნამუშევარს გილიემმა Nubhes დაარქვა. ახალი ტიპის აქსესუარის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა აღმოაჩინა, რომ ქალისთვის განკუთვნილი ყველა ფეხსაცმელი მანქანის სამართავად მოუხერხებელია, განსაკუთრებით კი ქუსლიანი ფეხსაცმელი. მიუხედავად იმისა, რომ ქალების ავტომობილებში ხშირად მოიძებნება სათადარიგო ფეხსაცმელი, გილიემი მიიჩნევს, რომ საჭესთვის ისინიც შეუფერებელია.

ახალი Nubhes ძალიან მსუბუქია, მეტი კომფორტისთვის მას თასმები არ აქვს. ქუსლებსა და ფეხის წვერებზე კი უხეში საფენები აქვს დამაგრებული, რათა ტერფი სატერფულს უკეთ მოერგოს. 

ფეხის ფიზიკური დატვირთვისას ფეხსაცმელი მაქსიმალურად განტვირთავს ქვედა კიდურებს. ქალბატონები, რომლებმაც მანქანის მართვისას უკვე მოირგეს Nubhes-ები, ამბობენ, რომ ისეთი გრძნობა ჰქონდათ, თითქოს საჭესთან საშინაო ფლოსტებით ისხდნენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს