მთავრობა კონკურენციის სააგენტოს შექმნას გეგმავს

მთავრობა კონკურენციის სააგენტოს შექმნას გეგმავს

მთავრობა კონკურენციის სააგენტოს შექმნას გეგმავს. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, იწერება ახალი კანონპროექტი, რომელიც დაეხმარება ბიზნესს, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.

"ახალი კანონპროექტი უკვე მუშავდება. ეს არის ირიბი დახმარების გზა განდევნილი ბიზნესისთვის, რათა ისინი გახდნენ კონკურენტუნარიანები. სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს კერძო სექტორთან და ის კანონმდებლობა, რაც სამომავლოდ დაიდება, იქნება შემუშავებული კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაიცებთან კონსოლიდირებული მუშაობით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომელიც საწყის ეტაპზე ბაზრის გახსნაზე, ხოლო შემდეგ პრევენციაზე იმუშავებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ