აბრამოვიჩის 8-მილიონიანი საახალწლო წვეულება

აბრამოვიჩის 8-მილიონიანი საახალწლო წვეულება

რუსი ოლიგარქი ცნობილია დასამახსოვრებელი და ძვირად ღირებული წვეულებებით, განსაკუთრებით, საახალწლოდ. რომან აბრამოვიჩი არც წელს იძუნწებს და 8 მლნ დოლარად ღირებულ წვეულებას გეგმავს.

აბრამოვიჩი სტუმრებს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სენ-ბარტზე ელის. მილიონერების კუნძულად წოდებულ სენ-ბარტზე მას დიდი მამული აქვს სასახლით. მამულში რა ხანია დაიწყეს სამზადისი. ცენტრში გიგანტური ტენტი დადგეს, სადაც გრანდიოზული საცეკვაო მოედნის მოწყობა იგეგმება. ყოველ წელს აბრამოვიჩის წვეულებაზე რომელიმე მსოფლიო ვარსკვლავი გამოდის. ვინ იქნება ამჯერად, ჯერ უცნობია, თუმცა შეპირებული ჰონორარების ოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ძალიან ცნობილი უნდა იყოს.

შარშან მილიარდერმა საახალწლო წვეულებაზე 8 მლნ დოლარამდე დახარჯა და 300 სტუმარი მიიწვია. მათ ლეგენდარული ჯგუფი Red Hot Chilly Peppers ართობდა, წვეულება კი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ვარსკვლავები ზეიმზე ეტლებით, იახტებითა და კერძო თვითმფრინავებით მიდიოდნენ. თუმცაღა არ ყოფილა არავითარი კოსტიუმები და სადღესასწაულო სამოსი, დრეს-კოდის სახით ბილეთებში მითითებული იყო სტილი "კუნძულის შიკი": მსუბუქი კოქტეილის კაბები, ეროტიკული სარაფნები და სანდლები. თავად საღამოს მასპინძელი რომან აბრამოვიჩი სტუმრებს ჭრელი პერანგითა და შავი შარვლით ეგებებოდა.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს