სასაცილო საგზაო ნიშნები

სასაცილო საგზაო ნიშნები

მსოფლიოში ისეთი არაორდინალური საგზაო ნიშნებიც არსებობს, რომლებიც მძღოლებს აბნევს და ახალისებს.

"ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი"

ეს საგზაო ნიშანი შრი-ლანკაში დგას. როგორც ჩანს, მისი შემოქმედი მხატვრობის მინიმალისტურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. მისი შემხედვარე არაერთი მძღოლი დაბნეულა. საგზაო ნიშანი დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"ფრთხილად, ნასვამი ადამიანი"

საგზაო ნიშანი, რომელზეც ბოთლით ხელში, ოთხზე მცოცავი ადამიანია გამოსახული, კუნძულ ფჰუკეტის რამდენიმე უბანში დგას. (თუმცა ახალი წლის დღეებში, ალბათ, არც საქართველოში იქნებოდა ურიგო ამ ნიშნის განთავსება).

"საფრთხე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის"

ეს საგზაო ნიშანი სამხრეთ აფრიკაში შეგხვდებათ. მასზე გამოსახულია ეტლში მჯდომი ადამიანი, რომელიც მთელი სისწრაფით მოქრის დაღმართიდან და ქვემოთ ხახადაღებული ალიგატორი "ელოდება". საგზაო ნიშნის მიზანია, ყველას შეატყობინოს, რომ სადღაც, შესაძლოა, ჩასაფრებული რეპტილია იმალება.

"ტყის მუშაობის გრაფიკი"

ოჰაიოს შტატში ტყესაც აქვს დასვენების უფლება.

და ბოლოს სანაპიროზე განთავსებული ნიშნები, რომლებიც აუცილებლად მოგგვრით ღიმილს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს