ლონდონის კინოთეატრში სავარძლების ნაცვლად კომფორტული საწოლები დგას

ლონდონის კინოთეატრში სავარძლების ნაცვლად კომფორტული საწოლები დგას

უკვე ათწლეულებია, რაც შეყვარებული წყვილები კინოში მისვლისას ბოლო რიგების დაკავებას ცდილობენ, რათა დრო უფრო ინტიმურ გარემოში გაატარონ, თუმცა ბრიტანული კინოთეატრი Notting Hill Electric Cinema მათ ახალ ალტერნატივას სთავაზობს.

ამ კინოთეატრში უფრო სახარბიელო პირველი რიგებია, სადაც მოუხერხებელი სავარძლების ნაცვლად, კომფორტული წითელი ხავერდით დაფარული რბილი საწოლებია განთავსებული.

"ადრე კინოთეატრის სტუმრებს კოცნის ხმა უკანა რიგებიდან აწუხებდათ, ახლა კი წინიდან შეაწუხებთ",  - აცხადებს ნიკ ჯონსი, კინოთეატრის ერთ-ერთი მფლობელი.

კინოთეატრში საწოლზე წამოწოლის მსურველებს ბილეთში 29 დოლარის გადახდა მოუწევთ.

Notting Hill Electric Cinema-ს მფობელების თქმით, მათ სურთ, რომ ყველაზე კომფორტული კინოთეატრის წოდება დაიმსახურონ.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: კინოთეატრი, სადაც სავარძლის ნაცვლად ცხელ აბაზანაში ჩაწოლა მოგიწევთ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს