Financial Times - 2013 წელს მარსზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ

Financial Times - 2013 წელს მარსზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ

გავლენიანი ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი იმ მოვლენებს წინასწარმეტყველებს, რომლებიც 2013 წელს მოხდება.

გაზეთის ვარაუდით, მესამე თაობის ამერიკული მარსმავალი Curiosity, რომელიც ამჟამად წითელ პლანეტაზე იმყოფება, 2013 წლის ბოლოს მარსზე ბიოლოგიური სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელ სარწმუნო ბიოქიმიურ მტკიცებულებებს აღმოაჩენს.

გამოცემა ასევე წინასწარმეტყველებს, რომ მსოფლიო მედიცინაში უდიდესი მოვლენა გახდება С ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის შექმნა.

თუმცა Financial Times-ის მთავარი პროგნოზები გეოპოლიტიკას უკავშირდება. გაზეთის ვარაუდით, 2013 წელს აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებისგან თავს შეიკავებს და პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეირანთან მოლაპარაკებებს ამჯობინებს.

ამასთან, გაზეთის პროგნოზით, 2013 წელს დასავლეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს. "მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მსხვერპლის ზრდასა და ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბების გაფართოების გარდა, დასავლეთი დამასკოს ხელისუფლების სათავეში "ალ-ქაიდასთან" კამშირში მყოფი მუსლიმანი ფუნდამენტალისტების მოსვლას უფრთხის.

Financial Times-ი ასევე არ ვარაუდობს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და იაპონიას შორის.

გამოცემის ვარაუდით, უკრაინა 2013 წელს ვერ შეძლებს ევროკავშირთან ხელის მოწერას ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის ტექსტიც რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა. მიზეზი ციხიდან იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ ბრუსელის წინაპირობაა.

გაზეთი ასევე წინასწარმეტყველებს, რომ გერმანიის საყოველთაო არჩევნებში, რომელიც სექტემბერში გაიმართება, მემარჯვენე პარტიების ახალი "შავ-მწვანე" კოალიცია გაიმარჯვებს ანგელა მერკელისა და "მწვანეთა" მეთაურობით. ამგვარად, კანცლერი მერკელი ბერლინში ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

2013 წლის პროგნოზებს გამოცემა იმით აგვირგვინებს, რომ სტამბულს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად დაასახელებენ.

მომზადებულია Financial Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს