ნეპალში სპილოების სილამაზის კონკურსი გაიმართა

ნეპალში სპილოების სილამაზის კონკურსი გაიმართა

ნეპალში, ჩიტვანის ნაციონალურ პარკში სპილოების სილამაზის კონკურსის ფინალი გაიმართა. "ყველაზე ლამაზის" ტიტულის მოსაპოვებლად, ფინალში მხოლოდ სამი სპილო მოხვდა.

როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ყველა კონკურსანტი განსაკუთრებით მოამზადეს ფინალური ღონისძიებისთვის. სპილოები დაბანეს, გაუკეთეს მაკიაჟი - სხეული სხვადასხვა ორნამენტებით მოუხატეს და რა თქმა უნდა, სამკაულებიც არ დავიწყებიათ.

"სულ პარკში 90 სპილო ბინადრობს. კონკურსისთვის ისინი იმის მიხედვით ავარჩიეთ, თუ რომელს უფრო უკეთ ესმოდა პატრონის ბრძანებები. ფინალში მხოლოდ სამი სპილო მოხვდა", - განაცხადა სპილოების სილამაზის კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შრი რამმა.

შეჯიბრებაზე სამ ფინალისტს პოდიუმზე გავლა მოუწია. მათ ჟიურისთვის მისალმება და ხორთუმით "ხელის ჩამორთმევა" დაევალათ. ყველაზე კარგად დავალებებს სპილომ, სახელად ჩიტვან კალიმ გაართვა თავი.

ნეპალში სპილოებს მხოლოდ სილამაზის კონკურსებს არ უწყობენ. ხშირად ცხოველების მონაწილეობით ფეხბურთის მატჩებიც ტარდება, რომელსაც უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ესწრება.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს