ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული მოტეხილობის რისკს ამცირებს

ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული მოტეხილობის რისკს ამცირებს

საკვებად ნარინჯისფერი შეფერილობის ხილის და ბოსტნეულის გამოყენება ძვლების მოტეხილობის რისკს ამცირებს. განსაკუთრებით ეფექტური ასეთი პროდუქტის მიღება ხანშიშესული ადამიანებისთვისაა.

შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Osteoporosis International-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, გამხდარ ხანშიშესულ ადამიანებში საკმაოდ მაღალია ბარძაყის ძვლის მოტეხვის საშიშროება.

მეცნიერების მტკიცებით, ნარინჯისფერი საკვები, რომელიც კაროტინს შეიცავს, ამ რისკს საგრძნობლად ამცირებს.

კვლევის თანახმად, ახალი უჯრედების ზრდისთვის და დაბერების პროცესის შესანელებლად, აუცილებელია ვიტამინი A, რომელსაც ორგანიზმი კაროტინოიდებით (carotenoid - ბუნებრივი ორგანული პიგმენტი) გამოიმუშავებს. კაროტინოიდებს უხვად შეიცავს ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული.

მომზადებულია Osteoporosis Internatio-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს