სამოდელო სააგენტოებმა გამხდარ მოდელებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

სამოდელო სააგენტოებმა გამხდარ მოდელებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

ისრაელში ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. 2013 წლიდან სამოდელო სააგენტოები ზედმეტად გამხდარ გოგონებს კონტრაქტს შეუწყვეტენ და პოდიუმზე მხოლოდ ჯანსაღი გარეგნობის  ქალები გამოვლენ. ისრაელში ამბობენ, რომ ე.წ. სტერეოტიპი - ”ჩამომხმარი მოდელი” წარსულს ჩაბარდა. "ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ტანადობის მქონე ქალები და არა უჭმელობისგან დასუსტებული გოგონები", - ამბობენ ახალი წესების მომხრენი.

მოდელი ვალდებულია ჰქონდეს ისეთივე სავსე, ქალური ფორმა, როგორიც პოპულარულ ებრაელ მოდელ, ბარ რაფაელის აქვს. ისრაელში მოღვაწე ყველა მოდელს ევალება, შოუს ჩვენებამდე, ან ფოტოსესიამდე ექიმის ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა წარმოადგინოს, სადაც მითითებული იქნება, რომ გოგონა არ შიმშილობს.

"არ გვჭირდება არაბუნებრივად სუსტი გოგონები. გამხდარ მოდელებს ახალგაზრდა გოგონები ბაძავენ, თვითნებურად იცავენ დიეტებს, არასწორად იკვებებიან და შედეგად ავადდებიან. ყველა ქალს ვთხოვთ, იკვებონ სწორად, მიირთვან ჯანსაღი პროდუქტი, აქტიურად ივარჯიშონ და გააცნობიერონ, რომ სიგამხდრე სილამაზეს არ ნიშნავს", - აცხადებენ ახალი წესების ინიციატორები.

ბოლო დროს პოპულარულნი ხდებიან "ჭარბწონიანი" მოდელები, რომელთაც სავსე მკერდი, უკანალი და თეძოები აქვთ. 23 წლის ავსტრალიელი მოდელი რობინ ლავლი სწორედ ის გოგონაა, რომელმაც ყველაზე პოპულარული მოდის ჟურნალების გარეკანები დაამშვენა. რობინი ჭარბწონიანი ქალებისთვის შეკერილ სამოსს უკეთებს რეკლამას. ის ე.წ. Plus-size მოდელია. ტერმინი Plus-size გამოიყენება იმ სამოსის მიმართ, რომელიც ზედმეტი წონის ადამიანებისთვის იკერება. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა ხშირად იწვევს რობინს ფოტოსესიებში მონაწილეობის მისაღებად. მამაკაცები ამბობენ, რომ ის გაცილებით მიმზიდველია.

მსოფლიოში უამრავი მოდელი იტანჯება ანორექსიით. 2006 წელს იტალიასა და ინდოეთში სამოდელო სააგენტოებმა მასიურად დაითხოვეს ზედმეტად გამხდარი გოგონები. ჯანსაღი კვების მხარდამჭერი ორგანიზაციების კატეგორიული მოთხოვნით, რამდენიმე თვით პოდიუმიდან, ფოტოსესიებიდან და სარეკლამო რგოლებიდან სუსტი აღნაგობის მოდელები "გაქრნენ", ხოლო მილანისა და მადრიდის მოდის კვირეულებზე ახალი კოლექციების წარდგენის პატივი მხოლოდ "ხორციან" მოდელებს ერგოთ. შეგახსენებთ, მკაცრი დიეტის წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ბრაზილიელი და ურუგვაელი მოდელები გარდაიცვალნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს