ლიბერიაში ხელმოკლე მოსახლეობისთვის ნიუსებს დაფაზე წერენ

ლიბერიაში ხელმოკლე მოსახლეობისთვის ნიუსებს დაფაზე წერენ

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერიაში ტელევიზია, რადიო და პრესა ფუფუნებაა და უამრავი გაჭირვებული ადამიანისთვის ინფორმაციის წყაროს ქალაქის ცენტრში არსებული განცხადებების დაფა წარმოადგენს, სადაც ყოველ წამს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციებს წერენ.

განცხადებების დაფას The Daily Talk (ყოველდღიური საუბარი) ქვია და იდეა ჟურნალისტ ალფრედ სირლიფს ეკუთვნის. ალფრედი ყოველ დილით უამრავ ჟურნალ-გაზეთს ყიდულობს, მსოფლიოში პოპულარული გავლენიანი გამოცემების საიტებს სტუმრობს, მნიშვნელოვან ნიუსებს აგროვებს და ცარცით დაფაზე წერს. სიახლეები დღის განმავლობაში ინტენსიურად იცვლება. ლიბერიაში საზოგადოების ნაწილს განათლება არ მიუღია და წერა-კითხვა უჭირს, ალფრედმა მათთვისაც იზრუნა - ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია განცხადებების დაფის ცალკეულ მონაკვეთზე იხატება.

ალფრედის წყალობით, მოსახლეობა ყოველთვის ინფორმირებულია.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს