სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩხუბი ხშირად მომხდარა. კანონმდებლები პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე პრიმიტიულ ხერხს, მუშტი კრივს მიმართავენ.
ტაიბეის პარლამენტში ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ჩუნგ შაო-ხო (ფეხზე მარცხნივ) დემოკრატიული პროგრესული პარტიის წევრ კუო ჩუნგ-ჩუნთან (მაგიდაზე) ჩხუბობს. ტაივანი, 2003 წლის 6 ნოემბერი.

ოპოზიციონერები კიევის პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ჩხუბობენ. უკრაინა, 2003 წლის 24 დეკემბერი.

ვნებათაღელვა ტაიბის პარლამენტში. 2004 წლის 24 მარტი.

ტოკიოს პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატების ჩხუბი. იაპონია, 2004 წლის 4 ივნისი.

სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის წევრები სეულში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ჩხუბობენ. კორეის რესპუბლიკა, 2004 წლის 6 დეკემბერი.

უკრაინის პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი (მარცხნივ), ცდილობს კიევის რადაში შექმნილ ქაოსზე რეაქცია არ ჰქონდეს. უკრაინა, 2005 წლის 7 ივლისი.

ბრძოლა წესების გარეშე ტაიბეის პარლამენტში. ტაივანი.

ჯაკარტაში პარლამენტის წევრები. ინდონეზია, 2010 წლის 2 მარტი.

კიევის რადაში ჩხუბის მეორე დღე. 2012 წლის 13 დეკემბერი.

ანკარაში თურქმა კანონმდებლებმა სხდომაზე რაღაც ვერ გაიყვეს. თურქეთი. 2010 წლის 22 აპრილი.

უკრაინელი კანონმდებლები კიევის პარლამენტში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვით გამოსვლის წინ ჩხუბობენ. 2006 წლის 9 თებერვალი.

ტაიბეის პარლამენტში დეპუტატები, ფაქტობრივად, ერთმანეთზე გადადიან, რომ სპიკერამდე მიაღწიონ. ტაივანი, 2007 წლის 19 იანვარი.

მაღალჩინოსნები ცდილობენ იტალიის პარლამენტში დაწყებული ჩხუბი შეაჩერონ. მაშინ პარტია "ფუტურა-ე-ლიბერტას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გადაწვიტა, ხმა სილვიო ბერლუსკონისთვის მიეცა. იტალია, რომი, 2010 წლის 14 დეკემბერი.

როგორც ჩანს, ჩხუბი სეულის პარლამენტის ქალ წარმომადგენლებსაც უყვართ

კიევის პარლამენტში სპიკერის, ვლადიმირ ლიტვინის კვერცხის "ტყვიებისგან" დაცვას ქოლგით ცდილობენ. 2010 წლის 27 აპრილი.

მომზადებულია bigpicture.ru-ს მიხედვით.