ვიეტნამში ძველი შეყვარებულები ერთმანეთს ”ყოფილების ფესტივალზე” ხვდებიან

ვიეტნამში ძველი შეყვარებულები ერთმანეთს ”ყოფილების ფესტივალზე” ხვდებიან

მაშინ, როცა შეყვარებულები უიღბლო რომანის შემდეგ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ, ვიეტნამში ყოფილებს ფესტივალის ფარგლებში ხვდებიან.

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში არსებობს "სიყვარულის ბაზრობა", სადაც წლობის წინ დაშორებული წყვილები ერთმანეთს კვლავ ხვდებიან, მეგობრულად საუბრობენ და ერთმანეთის ამბებს კითხულობენ. ყოველი წლის 26-27 მარტს სხვადასხვა ქალაქიდან ექს-საყვარლები იკრიბებიან.

"იყო დრო, როდესაც ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო არ დავქორწინდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ", - აცხადებენ ფესტივალის მონაწილეები.

თუკი ადამიანს სურვილი აქვს, რომ ძველ საყვარელს შეხვდეს, მას მესიჯი უნდა მისწეროს, თავი შეახსენოს და ფოტოსურათი გაუგზავნოს. "სიყვარულის ბაზრობა" მხოლოდ ექს-შეყვარებულებს არ იზიდავს. ქალაქს ათასობით ტურისტი სტუმრობს. ისინი გაოცებულნი ადევნებს თვალს რიტუალს, როდესაც უკვე ხანდაზმული, თუ ახალგაზრდა ადამიანები მეგობრულად და თბილად საუბრობენ პიროვნებასთან, რომელთანაც რომანი კრახით დასრულდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს