რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

მეცნიერებმა ახსნეს, თუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს. მამაკაცები, რომლებიც მეძავების მომსახურებით სარგებლობენ, პირველ ყოვლისა, ამას ურთიერთგაგების დეფიციტის გამო აკეთებენ. კლიენტების აზრით, მეძავების სამუშაო არ არის "ბინძური".

როგორც The Sidney Morning Herald-ი წერს, 600-მდე გამოკითხულიდან, უმრავლესობამ განაცხადა, რომ ფულს არა სექსში, არამედ "მხარდაჭერაში" იხდიან, რომელსაც მეძავი მათ მიმართ იჩენს.

კვლევაში მონაწილეობა საშუალო ასაკის, განათლებულმა და ფინანსურად უზრუნველყოფილმა მამაკაცებმა მიიღეს. მათი თქმით, მეძავში ისინი "იდეალურ პარტნიორს" ხედავენ, რომელიც მამაკაცების მიმართ ინტერესს გამოხატავს და სერიოზულად უდგება ყველა მათ პრობლემას.

ამავე დროს, ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ყველა შემთხვევაში, სექსს უკავშირდება. მათი აზრით, "იდეალური პარტნიორის" ცნება ამ შემთხვევაში შემდეგს ნიშნავს: "ჩუმადაა, მისმენს, აკეთებს რასაც ვეტყვი, მემორჩილება და არაფერს ითხოვს".

გამოკითხულთა 83% თავს მეძავებზე დამოკიდებულად მიიჩნევს.

დაახლოებით ასეთივე დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი სოციოლოგები. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, სექსოლოგმა კრისტინა მილროუდმა 2500 მამაკაცის გამოხმაურება შეისწავალა და დაასკვნა, რომ მუდმივი კლიენტები მეძავებზე დამოკიდებულებას განიცდიან.

"ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ მუდმივ კლიენტებს ერთგვარი გრძნობა უჩნდებათ გოგონების მიმართ, რაც მართლაც შეიძლება სიყვარულად იქცეს", - განაცხადა პროფესორმა.

მომზადებულია The Sidney Morning Herald-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს