ჩინელებმა იტალიური Vogue-ც დაიპყრეს

ჩინელებმა იტალიური Vogue-ც დაიპყრეს

ჩინელი სუპერმოდელი ფეი ფეი სანი პირველი აზიელი ქალია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მოდის ჟურნალის, Vogue-ს იტალიური გამოცემის გარეკანზე გამოჩნდა.

Vogue-ს გარეკანზე მოხვედრა ბევრი ლამაზმანის ოცნებაა, თუმცა როგორც წესი, ყველაზე მეტად შავგვრემან ცეცხლოვან გოგონებს უმართლებთ. სანი პირველი აზიელია, რომელმაც ჟურნალთან ითანამშრომლა. ის წარმატებული მოდელია - თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა "Calvin Klein" და "Valentino".

შეიძლება ითქვას, ჩინელები მოდის სფეროშიც წარმატებას აღწევენ, რადგან სანის მსგავსად პოპულარულია დუ ჯუანი. ჯუანი პირველი აზიელია, რომელმაც Vogue-ს ფრანგული გამოცემისთვის 2011 წელს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

მოდის პოპულარული ჟურნალის რედაქტორები გოგონებს დიდი სიფრთხილით არჩევენ, ხოლო გარეკანზე წარდგენისთვის მოდელი უამრავ კასტინგს გადის. მაგრამ სტანდარტები შეიცვალა - თუკი ადრე ქერა, ცისფერთვალება მოდელი უპირობო ლიდერი იყო, დღეს უპირატესობას შავგვრემან გოგონებს ანიჭებენ.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს