ქეით მიდლტონის სახელი მის ოჯახს ”არჩენს”

ქეით მიდლტონის სახელი მის ოჯახს ”არჩენს”

ქეით მიდლტონის მშობლები ცდილობენ, შვილის სახელით ფული იშოვონ. მათ ახალი ბიზნესი წამოიწყეს და ინტერნეტში სამოსსა და აქსესუარებს "პატარა პრინცებისა და პრინცესებისთვის" ყიდიან. მაშინ, როდესაც მთელი ბრიტანეთი ქეითის დედობაზე მსჯელობს, კეროლ და მაიკლ მიდლტონებმა იდეა რენტაბელურად მიიჩნიეს.

პროდუქციის ხაზს Party Pieces-ი ეწოდება და მასში ბავშვებისთვის საჭირო ყველა ნივთი შედის, დაწყებული ფაჩუჩებიდან, დამთავრებული ხელსახოცებით. ქეითისა და პრინცი უილიამის სახელი პირდაპირ ნახსენები არსად არაა, თუმცა რეკლამებში მათზე აშკარა მინიშნებაა.

მიდლტონისა და პრინცი უილიამის სახელის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის მომგებიანია. წყვილის ქორწილის დროს, პრინცისა და ჰერცოგინიას პორტრეტებით გაფორმებული უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი თუ სამოსი ელვის სისწრაფით გაიყიდა.

მომზადებულია CLOSER-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს