ყინულის სასტუმროები

ყინულის სასტუმროები

შვედეთში საახალწლო განწყობისთვის და ტურისტების მისაზიდად ყინულის რამდენიმე ულამაზესი სასტუმრო გახსნეს.

სასტუმრო მხოლოდ ყინულისგან არის აგებული. ინტერიერში ლოგინები, თბილი თეთრეული და პლედი დაგხვდებათ. სხვადასხვა ოთახში ფერადი ნათურებია დამონტაჟებული. ყინულზე არეკლილი განათება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. სასტუმროში ყინულის ბარიც დაგხვდებათ.

აპრილში სასტუმრო "დნება", თუმცა ნოემბრიდან, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ეცემა და თოვს, კონსტრუქციას თავიდან აწყობენ.

ყინულის სასტუმროში ჰაერის ტემპერატურა - 5 - 8 გრადუსია.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს