რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება

რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება

რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს.

"კახეთის სადისტრიბუციო კომპანია გაკოტრების რეჟიმშია და მასთან საუბარი ვერ გვექნებოდა იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დაეწია. ამიტომ დაფინანსება მოხდება ბიუჯეტიდან. ბიუჯეტიდან მოხდება სუბსიდირება, რომ ყველა რეგიონში ერთნაირი ტარიფი იყოს, ეს ეხება როგორც კახეთს, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებს", -განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განაცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი 1-ლი იანვრიდან შემცირდება. მისი თქმით, 100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას.მისი თქმით, ტარიფის კლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების ხარჯზე. რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე მან ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ