როგორ ემალება ჩიტი ფოტოგრაფს

როგორ ემალება ჩიტი ფოტოგრაფს

პაპარაცებს მხოლოდ ვარსკვლავები არ გაურბიან. ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ემალება ალკუნისებრნთა ოჯახის წარმომადგენელი აბეზარ ფოტოგრაფს, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უკრაინელი ფოტოგრაფი ტატიანა ჟერებცოვა უშედეგოდ ცდილობდა ფრინველის გადაღებას. ტატიანა ამბობს, რომ კარიერაში მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია. ჩიტი რამდენიმე წუთი ხეზე იჯდა, არსად გაფრენილა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში სახეზე ფრთა ჰქონდა აფარებული.

"ჩიტი არ გაფრინდა, თუმცა არც გადაღების საშუალებას მაძლევდა. ფრინველების და ცხოველების გადაღება ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ რთული - კადრში რომ მოახვედრო, იღბალი უნდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს