ყველაზე მსუქანმა მამაკაცმა წონაში 300 კგ-ით დაიკლო

ყველაზე მსუქანმა მამაკაცმა წონაში 300 კგ-ით დაიკლო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, რომელიც ცოტა ხნის წინ 444 კგ-ს იწონიდა და მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ადამიანის ტიტულიც მოიპოვა, წონაში თითქმის 300 კგ-ით დაიკლო. ახლა 51 წლის პოლ მეისონი 159 კგ-ს იწონის.

წონის მესამედის დაგდებაში მამაკაცს კუჭის დაპატარავების ოპერაცია დაეხმარა, რის შედეგადაც მისი კუჭის ზომა ქათმის კვერცხის ზომას გაუტოლდა.

მიღწეულ შედეგზე შეჩერებას მონდომებული ბრიტანელი არ აპირებს. მისი მიზანი სხეულის წონის 88 კგ-ზე დაყვანაა. ამის შემდეგ პოლს ზედმეტი, მოშვებული კანის მოშორება სურს.

მეისონმა თავისი გამოცდილება საზოგადოებას მისსავე საავტორო წიგნში გაუზიარა. პოლს გარდა წონასთან არსებული პრობლემების მოგვარებისა, სხვა გეგმებიც აქვს. მას სურს მანქანის ტარება ისწავლოს, წამოიწყოს საკუთარი საიუველირო ბიზნესი და დაოჯახდეს კიდეც.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს