ქუთაისში დღეს თეატრალური კვირეული დაიწყო

ქუთაისში დღეს თეატრალური კვირეული დაიწყო

7 იანვრიდან 15 იანვრამდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში თეატრალური კვირეული გაიმართება. კვირეული ქართული თეატრის დღეს, 14 იანვარს, ეძღვნება.

მესხიშვილის თეატრის სცენაზე 7 იანვარს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს წარმოდგენას „კოტე მარჯანიშვილი“, 8 იანვარს ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაეთმობა სცენა, რომელიც წარმოადგენს სპაქტაკლს „პანთეონი“. მომდევნო დღეებში მესხიშვილის თეატრის სცენა დაეთმობა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სპექტაკლით „7 პ.პ“; სოხუმის დრამატულ თეატრს, წარმოდგენით „გუშინდელნი“; მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს - „უსასრულობის ათვლა დაიწყო“.

კვირეულზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენათა სერია, რომელიც ქართული თეატრის ისტორიას ასახავს.

სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა