მცხეთა-მთიანეთში 18 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

მცხეთა-მთიანეთში 18 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხადას ხეობასა და უკანა ფშავში 18 სოფელი დიდთოვლობის  გამო გარესამყაროს  მოწყდა. ხადას ხეობაში თოვლის საფარი 1 მეტრს, უკანა ფშავში კი 80 სანტიმეტრს აღწევს. სოფლებამდე მისვლას მაღალი გამავლობის მანქანებიც ვერ ახერხებენ.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების თქმით, გადაუღებელი თოვის გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. "ძალიან დიდი თოვლია ხადას ხეობაში, დაახლოებით 1 მეტრი. ორი დღის წინ გავწმინდეთ გზა, მაგრამ ისევ იმხელა თოვლია. გადაუღებლად თოვს", - განაცხადა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვანო ებრიალიძემ.

ხადას ხეობას, სადაც სულ 6 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე დღეა მილის დაზიანების გამო ბუნებრივი აირიც აღარ მიეწოდება.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა