ზურაბ ზვიადაურის ნათესაური კლანი ახმეტაში

ზურაბ ზვიადაურის ნათესაური კლანი ახმეტაში

"ქართული ოცნებიდან" ახმეტის გამგებლად დანიშნულმა ბექა ბაიდაურმა, რომელიც ზურაბ ზვიადაურის მეგობარია, თანაშემწედ ცოლისდა, 23 წლის მაგდა ლაგაზაური დანიშნა. ზვიადაურის ბიძაშვილები, ბერდია ზვიადაური გამგებლის მოადგილედ, მერაბ ზვიადაური კი ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნენ. ამასთან, ბერდია ზვიადაურის ცოლი ლელა ახმეტელი, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეა.

"თქვენი აზრით, თანაშემწედ ვინ უნდა დავნიშნო? ვისი ნათესავი უნდა მომეყვანა? თანაშემწე უნდა იყოს ჩემი, სხვას ვერ დავნიშნავ. თანაშემწე, მდივანი და მძღოლი შემიძლია ჩემი სისხლით ნათესავიც იყოს. მე ვარ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ყველამ, ვისაც ვნიშნავ, იანვრის ბოლოს უნდა გაიაროს კონკურსი, მათ შორის მეც. თუ უღირსები იქნებიან, ვერ გაივლიან კონკურსს,"- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ნათესავია ზაზა მებაღიშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ახმეტის სერვის-ცენტრის უფროსად დაინიშნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზაზა მებაღიშვილის შვილი ზურაბ ზვიადაურის დის შვილის ცოლია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ვერ დაუკავშირდა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა