ბრაზილიელი მეძავები ინგლისურ ენას შეისწავლიან

ბრაზილიელი მეძავები ინგლისურ ენას შეისწავლიან

ბრაზილიელი მეძავები ფიფას მსოფლიო თასის მე-20 გათამაშების ფარგლებში, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან.

ბრაზილიაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მილიონობით ტურისტს ელიან, შესაბამისად, ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტის მეძავთა ასოციაციის პრეზიდენტის, სიდა ვიეირას ინიციატივით, ბრაზილიაში დასაქმებული ყველა მეძავი ვალდებულია საერთაშორისო ენა საფუძვლიანად შეისწავლოს.

"ადგილობრივ კლიენტებთან საუბარი ადვილია, მაგრამ რა დააშავეს ტურისტებმა?", - სწუხს ვიეირა.

20 მეძავი უკვე გადის ინგლისური ენის კურსს. ასოციაციის წევრები გეგმავენ, დაიქირავონ ინგლისური ენის პედაგოგები და ფსიქოლოგებიც კი. ინგლისური ენის კურსები მარტიდან დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მეძავებს ბრაზილიაში კანონი იცავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს