ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად, "წლის გამგებლად" ოლეგ იაძე დაასახელეს

ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად, "წლის გამგებლად" ოლეგ იაძე დაასახელეს

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, წლის გამგებლად კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე დასახელდა, ხოლო პოლიტიკოსად - ახალი მემარჯვენეების გორის ორგანიზაციის ლიდერი, სოსო ბორცვაძე.

გამოკითხვა 2012 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 2013 წლის 8 იანვრამდე გაგრძელდა. მასში მონაწილეობა სულ  835 ადამიანმა მიიღო, აქედან "წლის პოლიტიკოსმა" - 554 IP ხმა, "წლის გამგებელმა" კი 282 IP ხმა მიიღო.

"წლის პოლიტიკოსი" რეგიონში, პირველი სამეული ასე გამოიყურება:

1. სოსო ბორცვაძე (ახალი მემარჯვენეები) (34%, 188 ხმა)

2. სოსო ვახტანგაშვილი (კოალიცია ,,ქართული ოცნება"-ეროვნული ფორუმი) (17%, 92 ხმა)

3. ბადრი ბასიშვილი (ერთიანი ნაცინალური მოძრაობა") (14%, 78 ხმა)

ნომოინაცია "წლის გამგებელი" შიდა ქართლში ასე გამოიყურება:

1. ოლეგ იაძე (კოალიცია ,,ქართული ოცნება" - კასპი) - (35%, 100 ხმა)

2. კახა ხაჩირაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - კასპი) (27%, 77 ხმა)

3. პაპუნა კობერიძე (კოალიცია ,,ქართული ოცნება" -გორი) (23%, 66 ხმა)

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა