პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ოქროს კალაშნიკოვი ამოიღო

პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ოქროს კალაშნიკოვი ამოიღო

ჰონდურასის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს მოოქროვილი და ბრილიანტებით მოოჭვილი АК-47 იპოვა. მისი ღირებულება 50 000 დოლარია.

მოოქროვილი ავტომატი და ორი ვერცხლის მჭიდი პოლიციელებმა ქვეყნის დედაქალაქ ტეგუსიგალპადან 300 კილომეტრის მოშორებით ერთ-ერთ რანჩოში სპეცოპერაციის დროს იპოვეს. სამართალდამცავების აზრით, ნაპოვნი ავტომატი ჰონდურასელ ნარკომოვაჭრეებს ეკუთვნით.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთა ავტომანქანებში ავტომატები და ყუმბარმტყორცნები აღმოაჩინეს. 

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს