ინდოეთში გოგონებს ჯინსის ჩაცმა აეკრძალათ

ინდოეთში გოგონებს ჯინსის ჩაცმა აეკრძალათ

ინდოეთის რამდენიმე სოფელში ახალგაზრდა გოგონებს ჯინსისა და მაისურის ჩაცმა აეკრძალათ. აკრძალვის მიზეზი გოგონებზე გახშირებული ძალადობაა. "შიშვლები ნუ ივლით და ხელსაც არავინ გახლებთ", - ამბობენ ინდოელი მამაკაცები.

როგორც ინდოეთის შტატ ჰარიანაში მცხოვრები მოხუცები და ზრდასრული მამაკაცები ამბობენ, ახალგაზრდა გოგონები ქუჩაში ტანზე ზედმეტად მოტკეცილი ჯინსებითა და "გულახდილი" მაისურებით დადიან. მათი თქმით, ნახევრად შიშველი სხეული მამაკაცებს ძალადობისკენ უბიძგებს და სწორედ ამის გამო გახშირდა ქვეყანაში გაუპატიურების ფაქტები. შტატში გახშირებული ძალადობის გამო, უკვე აიკრძალა ალკოჰოლი. ნებისმიერი დაწესებულება, სადაც სპირტიან სასმელებს გაყიდიან, დაიხურება.

ჯინსების აკრძალვამ ახალგაზრდა ინდოელი გოგონები გააღიზიანა. თუმცა ასაკოვანი ქალბატონები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

ინდოეთში ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაკნინებულია. მსოფლიოში ქალებზე ძალადობის შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინდოეთშია. 2007-დან 2011 წლამდე ეს მაჩვენებელი 17 პროცენტით გაიზარდა. გაუპატიურების ფაქტები პროვინციებში გახშირდა, მაგრამ ძალადობის შემთხვევები არც დედაქალაქშია ნაკლები - ოფიციალური მონაცემებით, დელის ურბანულ დასახლება ნიუ-დელიში ყოველ 18 საათში ერთხელ ქალებზე ძალადობის შემთხვევა ხდება. 

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს