გაზეთ "გურჯაანის" ჟურნალისტს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან

გაზეთ "გურჯაანის" ჟურნალისტს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან

გაზეთ "გურჯაანის" ჟურნალისტის, ზვიად ბიაშვილის განცხადებით, მას პატრულ-ინსპექტორი დავით მამისაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და მას ამ მუქარის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი აქვს. ბიაშვილის თქმით, დავით მამისაშვილი მას და მის ოჯახს მას შემდეგ დაემუქრა, რაც პატრულ-ინსპექტორის მიერ დაწერილი ჯარიმა გაასაჩივრა.

ჟურნალისტის განმარტებით, პირველი ჯარიმა 2011 წელს მისი ოჯახის წევრს დაუწერეს, რომელიც შემდეგ გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრეს. 2012 წლის 26 მაისს დაწერილი მეორე ჯარიმაც  გასაჩივრდა, რის შედეგადაც ჟურნალისტის განცხადებით, პატრულ-ინსპექტორმა მას, მესამე პირის მეშვეობით, მუქარა შეუთვალა.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა