ბურგერი, რომელიც შეფუთვასთან ერთად იჭმევა

ბურგერი, რომელიც შეფუთვასთან ერთად იჭმევა

ბრაზილიურმა სწრაფი კვების ობიექტმა - Bob-მა საკუთარი პროდუქცია საკვებად ვარგის შესაფუთში მოათავსა. რესტორნის სტუმრებს შეუძლიათ ბურგერები შეფუთვასთან ერთად მიირთვას. Bob-ის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიაზე ზრუნვით ახსნა.

სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში 2010 წელს 75 მლნ ტონა ნაგავი დაგროვდა, გადამუშავებას კი მხოლოდ ნახევარი დაექვემდებარა. შესაბამისად, მეცნიერებს ამ პრობლემის მოგვარება დაევალათ. შედეგად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომლებიც ახალი საკვები პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ, WikiCells-ი შექმნეს. ეს პროდუქტი თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ რაიმეს შესაფუთად და ამასთან, იჭმევა და გემრიელიცაა.

ეს შეფუთვა არა მხოლოდ იცავს საკვებს კლიენტის ჭუჭყიანი ხელებისგან, არამედ კერძის უფასო "გარნირის" როლსაც ასრულებს.

ბრაზილიური სწრაფი კვების ობიექტი ახლა კონკურენტებს შორის ყველაზე ცოტა ნაგავს აგროვებს.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს